დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ვიმუშავეთ ბროშურების შექმნაზე. ასევე უფასუხეთ მოდულის კითხვებს როგორ გაუწიოთ ფასილიტაცია კლასს პროექტზე მუშაობისას. შევქმენით მოსწავლეთათვის დამხმარე დოკუმენტი.
მეშვიდე მოდულის ძირითადი საკითხები:
- კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
- მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
- განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
- მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.
No comments:
Post a Comment