Tuesday, May 14, 2019

მეცხრე დღის რეფლექსია

ამ პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რისი ცოდნაც თანამედროვე მასწავლებლისათვის აუცილებელია. ეს საკითხები ხელს უწყობს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. სწავლა ხდება უფრო ხალისიანი და საინტერესო.

Saturday, May 11, 2019

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ვიმუშავეთ ბროშურების შექმნაზე. ასევე უფასუხეთ მოდულის კითხვებს როგორ გაუწიოთ ფასილიტაცია კლასს პროექტზე მუშაობისას. შევქმენით მოსწავლეთათვის დამხმარე დოკუმენტი.
მეშვიდე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
  • მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
  • განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.

Sunday, May 5, 2019

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს განვიხილეთ ძალიან საინტერესო საკითხები მოსწავლის წარმატების ხელშემწყობი დოკუმენტის მომზადება. გავაკეთეთ პრეზენტაციები დიფერენცირების შესახებ. 
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით...

მეექვსე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
  • მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
  • მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
  • მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
  • შინაარსი
  • პროცესი
  • პროდუქტი
  • სასწავლო გარემო
  • მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები.
  • ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.

Saturday, May 4, 2019

მეექვსე დღის რეფლექსია


დღევანდელ დღეს განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები- პრეზენტაციები. გავეცანით შეფასების რუბრიკებს, ასევე პროექტებს, უკუკავშირის მიცემის რჩევებს.
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...

მეხუთე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
  • ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
  • შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
  • შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
  • შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
  • მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
  • აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
  • თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
  • შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.