ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა შეფასების სტანდარტები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
მეორე მოდულის მეორე ნაწილი დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...
- შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
- ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
- აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
- რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
- იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
- მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
- პროგრესის მონიტორინგისთვის
- გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
- ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის
No comments:
Post a Comment